არც მე და საერთოდ არავინ თბილისში არ დავუჯარიმებივართ - პოზნერი
РИА Новости-ის ინფორმაციით, მოსკოვში ჩასულმა ვლადიმერ პოზნერმა განაცხადა, რომ ის თბილისში საკარანტინო შეზღუდვების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებიათ.რუსული სააგენტო აქვე წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოზნერი და მისი მეგობრები საქართველოში კანონიერად შემოვიდნენ, მაგრამ საკარანტინო ზომების დარღვევა მიუღებელია და პოზნერი და მისი მეგობრები 600 დოლარით (2 ათასი ლარი) დაჯარიმეს."საერთოდ არცერთი ჩვენგანი არ დაუჯარიმებიათ" - დააზუსტა პოზნერმა РИА Новости-ისთან საუბრისას.