თეგებით ძიება

თუკი გვსურს, დემოკრატიული სახელმწიფო გვქონდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რუსი ვიზიტორი შემოვა - ვეფხვია გულედანი

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი 31 მარტს საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს ეხმაურება.

მისი თქმით, დამღუპველია ემოციები იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესები დგას:

„საქართველოში ვიზიტით ამერიკის მოქალაქე ვლადიმერ პოზნერი იმყოფებოდა, რომლის ჩამოსვლას დღის განმავლობაში ჯერ ელენე ხოშტარია აპროტესტებდა, შემდეგ კი გიგა მაქარაშვილი. გესმით რა დონის უტიფრობასთან გვაქვს საქმე? ხოშტარია, რომელმაც განათლება რუსეთში მიიღო და რუსული კაგებეს პირმშოა, აპროტესტებს ამერიკის მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლას, ხოლო მეორე მხრივ პროტესტს გამოხატავს გიგა მაქარაშვილი, რომელიც 2012 წელს მინდია გულუას გულმხურვალე მხარდამჭერი და მისი პარტიის პრესსპიკერი იყო, გულუა კი ყველამ ვიცით, რომ რუსეთიდან ფინანსდებოდა და საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებით იყო დაკავებული.

დღეს სწორედ ეს ორი ადამიანი, რუსეთის ორი მოტრფიალე აპროტესტებს ამერიკის მოქალაქის საქართველოში ვიზიტს,. აღნიშნული გახლავთ არა გულწრფელი, არამედ მართული პროტესტი, რომელიც შავის თეთრად წარმოჩენას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება... გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ბაზარს მოიხმარს 80% რუსეთის მოქალაქე. აღნიშნული რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებით დასტურდება. ვფიქრობ, 1 000 000 რუსი ვიზიტორიდან მინიმუმ 200 000 ემხრობა რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას და არ აპროტესტებს მას. მაშინ ის ადამიანებიც არ შემოუშვათ, ლოგიკას ვერ ვხედავ. ჩვენ გვსურს, გვქონდეს დემოკრატიული სახელმწიფო. მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ქვეყანაში ბევრი რუსი ვიზიტორი შემოვა, სხვაგვარად ჩვენი ტურიზმი სულს დალევდა და ეს სამწუხარო რეალობაა... ასევე, ემოციები, იქ სადაც სახელმწიფო ინტერესებია, დამღუპველია. ცივი გონებით უნდა ვმოქმედებდეთ და პროვოკაცია არ მივიყვანოთ ისეთ პროცესამდე, რაც ჩვენსავე სახელმწიფოს დააზარალებს“, - აცხადებს გულედანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა