თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე: პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებენ

"გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ რუსულ საქმეს საქართველოში და რომლებიც შემჩნეული არიან ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნინო ბურჯანაძე აპროტესტებდა პოზნერის ვიზიტს საქართველოში, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ა.შ. ესენი არიან ადამიანები,სხედან „ნაცმოძრაობის“ ოფისში. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ გაკეთებული ბევრად უფრო მძიმე განცხადებები, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რომელსაც გუშინ ცუდი საქმის მკეთებელი ადამიანების კასტა აფრიალებდა. ყველაფერი დღესავით ნათელია, ეს ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს და ისინი „აპროტესტებდნენ“ გუშინ რუსეთის მოქალაქის ვიზიტს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა