თეგებით ძიება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ინფორმაცია, რომ ორბელიანების სასახლეში ქართული მუსიკის ღონისძიება იმართება, მორიგი სიცრუეა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთის მოქალაქეების ორბელიანების სასახლეში მიპატიჟების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.

„ინფორმაცია, რომ ორბელიანების სასახლეში ქართული მუსიკის ღონისძიება იმართება და მის ფარგლებში ვინმე მიწვეულია, მორიგი სიცრუეა!“ - ნათქვამია პრეზიდენტის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.

რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა