თეგებით ძიება

„გავლენიანი პერსონა, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, არ უნდა შემოუშვა“ - დავით ზურაბიშბილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი ცნობილი ჟურნალისტის საქართველოში ვიზიტს სოციალური ქსელით ეხმაურება.

მისი თქმით, ცნობილი ან გავლენიანი პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და არ აღიარებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს.

„პოზნერის სკანდალთან დაკავშირებით ყველაფერი არის ძალიან მარტივად.

ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი და გავლენიანი პერსონა, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, არ უნდა შემოუშვა საქართველოში. არა აქვს მნიშვნელობა რუსი იქნება ის, ფრანგი, არაბი, ჩინელი თუ ინდოელი. #წერტილი
კომენდანტის საათის დროს გულაობაზე აღარაფერს ვამბობ. მაქამდე საქმე არც უნდა მიდიოდეს“, - წერს დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

მისი ვიზიტი და სასტუმრო „ვინოტელში“ ვახშამი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა და მოქალაქეებმა გააპროტესტეს.

პროტესტის გამო, რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო „ვინოტელი“ დატოვეს (ვიდეო)

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნებისმიერი რამ შეიძლება აკადრო და მერე „იუჟნაია შაშლიჩნაიაში“ მოილხინო“ - ელისაშვილი

„ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ სხვა რამეზე ვერ ვაგდებთ ხალხს და მოდი ამაზე ავაგდოთ“ - იაგო ხვიჩია პოზნრის ვიზიტზე

„ვლადიმერ პოზნერს არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ“ - ირაკლი ღარიბაშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა