თეგებით ძიება
01. 04. 2021 მსოფლიო

ანგელა მერკელმა მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულზე კონტაქტების შემცირებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულზე კონტაქტების შემცირებისკენ მოუწოდა.

„ეს მშვიდი აღდგომა უნდა იყოს, თქვენს უახლოეს ადამიანებთან და ძალიან შემცირებული კონტაქტით. გთხოვთ, თავი შეიკავოთ არასაჭირო მოგზაურობისგან“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ანგელა მერკელის თქმით, ეს ერთადერთი საშუალებაა ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმებისა და ექთნების დასახმარებლად.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2 833 173 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 76 543 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა