თეგებით ძიება
01. 04. 2021 მსოფლიო

ცნობილია, დაესწრებიან თუ არა მაყურებლები ევროვიზია 2021-ს

ევროვიზია 2021-ს, რომელიც როტერდამში გაიმართება 3 500 მაყურებელი დაესწრება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. მაყურებლებს დარბაზში შესვლამდე კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენა მოუწევთ.

ევროვიზიის ორგანიზატორები გადაწყვეტილებას მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ დასწრების მსურველებისთვის დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ.

„მაყურებელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება და შემსრულებლები და დელეგაციები მკაცრ პროტოკოლს დაიცავენ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ევროვიზია 2021 18-22 მაისს გაიმართება. შარშან კონკურსი პანდემიის გამო გაუქმდა. როტერდამში საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს, სიმღერით You.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა