თეგებით ძიება

"აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. კავკასიელთა ქმედებებმა" - ბჟანია ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმის პოზნერს ეპატიჟება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუს ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღეს ულოცავს და არაღიარებულ რესპუბლიკაში ეპატიჟება.

ასლან ბჟანია აღშფოთებულია იმ ვითარებით, რაც პოზნერს თბილისში შეემთხვა.

„გაკვირვებით აღიქვა აფხაზეთის მოსახლეობამ ვითარება, რომელიც თქვენ ირგვლივ შეიქმნა თბილისში ყოფნის დროს. მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. კავკასიელთა ქმედებებმა, რომლებმაც კავკასიის ხალხთა საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიეს. ძვირფასო ვლადიმერ, აფხაზეთში თქვენ მუდამ გელოდებით. გეპატიჟებით რესპუბლიკაში თქვენთვის ხელსაყრელ დროს“, - მიმართავს ბჟანია პოზნერს.

ცნობისთვის, კრემლის პროპაგანდისტი, ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისს 31 მარტს ეწვია. მისმა ვიზიტმა საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც ის 40-კაციან დელეგაციასთან ერთად იძულებული გახდა, ქვეყანა რამდენიმე საათში დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პოზნერი აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა