თეგებით ძიება

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ნუ აჰყვებით ნაცნარატივს

"ნუ აჰყვებით ნაცნარატივს, არანაირ სანქციებზე საუბარი არც არის და არც იქნება", - ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ექვსმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ თუ საქართველოში პოლიტიკური მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ფინანსურ დახმარებაზე გვინდა პირობითობის დაწესებაო. ატეხეს ნაცმოძრაობის პარტიულმა ტელევიზიებმა ჟრიამული, არიქა, საქართველოს სანქციებს უწესებენო. იმ ექვსმა ევროპარლამენტარმა ისიც თქვა, ეს ჩვენი იდეაა, მაგრამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ ევროკომისია იღებსო. ასე რომ, ნუ აჰყვებით ნაცნარატივს, არანაირ სანქციებზე საუბარი არაა, არც იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა