უკრაინასა და რუსეთს შორის ვითარება ისევ დაიძაბა
რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევისა და უკრაინელი ჯარისკაცის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია.
გავრცელებული ცნობებით, დონბასში ერთ-ერთ სოფელთან რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც დაშავდა ერთი ჯარისკაცი. მას პირველადი დახმარება გაეწია და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უკრაინასა და რუსეთს შორის ვითარება ბოლო დღეებში კიდევ უფრო დაიძაბა. ოფიციალური კიევი მოსკოვს აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში ვითარების გამწვავებაში ადანაშაულებს.