თეგებით ძიება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

აშშ შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებების ესკალაციით. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის მდგომარეობაზე, ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ უკრაინაში რუსეთის აგრესია. ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებების ბოლოდროინდელი ესკალაციით, მათ შორის 2020 წლის ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, რის შედეგადაც, 26 მარტს ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები ძირს უთხრის დეესკალაციის პროცესს“, – აღნიშნა ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა