"ბოლომდე წაიკითხეთ... მომინდომა ამ სოფლელმა თბილისში ჩასიძება" - რას წერს გურამ შეროზია
მოგზაური და ბლოგერი, გურამ შეროზია საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ბოლომდე წაიკითხეთ
- 22 წლის ასაკში პირველად გადავკვეთე საზღვარი ყირგიზეთისკენ და ბარემ ერაყში წათრეულიყო, უარესი ვერაფერი ნახაო?
- მერე უკრაინაში დამაფინანსეს და პოსტ სსრკ-ს ვერ გაცდა ეს უბედურიო
- 23 წლისამ ბინა ვიყიდე პლეხანოვზე და უფრო ძველი უბანი ვერაფერი ნახა, თავზე ჩამოენგრევაო
- მეგრელი გოგო მომწონდა და პროვინციელი პროვინციელს ეტანებაო
- "კარენაია" შეყვარებული გავიჩინე და მომინდომა ამ სოფლელმა თბილისში ჩასიძება, არ უყვარს ალბათ-ო
- კარგად ვსწავლობდი და "აჩქარიკა შკოლნიკიაო"
- ოდნავ მოვუკელი რაღაც პერიოდი სწავლას და აი დებილი ყოფილაო
- ქართულ სტერეოტიპებზე ვიხუმრე და სოროსი აფინანსებს, ჩვენ რომ გაგვრყვნასო, საქართველო ვაქე-ვადიდე და ეტყობა ევროპა არ უნახავს ამ ყანწიან "ღრუზინსო"
- ფლაიერებს ვარიგებდი და პატრონი არ ჰყავს ამ საცოდავსო
- ბანკში დავსაქმდი და ალბათ ფულებს ითვლის, ამას სწავლაზე კონცენტრირება არ ჯობიაო?
- მანქანა ვიყიდე და ამხელა ვირი გოლფში ოთხად მოკეცილი ზისო
- ჯიპზე გადავჯექი და ქალაქში ჯიპი რათ უნდა, პერო აქვს გარჭობილიო
- ხალხი დავასაქმე და თავისი პრესტიჟისთვის აკეთებს, მერე რომ დაამადლოსო
- მეორე ბინა ვიყიდე და ამდენი ფული საიდან აქვს ბლოგებით, ვიღაც მდიდართან წევსო
- თავისუფალი სექსის და "ბოზობის" გასინონიმება გავაპროტესტე და ალბათ ბოზები არიან მთელი ჯიშიო...
მორალი: ამხელა ბიჭი ვარ, რას აღარ ვეცი და ამათი მოსაწონი მაინც ვერაფერი გავაკეთე!
ჰოდა, ნუღარ დავკარგავთ დროს ახსნა-განმარტებებში, შევინარჩუნოთ მოტივაცია მოწოდების სიმაღლეზე და ქიფ გოინგ! ეჰედ! წავალ, ისევ სადმე ტყეში გავიხიზნები და ქოქოსის წვენს გადავკრავ", - წერს შეროზია ფეისბუქზე.