„იცოდნენ, რომ უნდა ეშინოდეთ ქალების. ჩვენ არ გავჩერდებით“ – თამრიკო ჭოხონელიძე
„ქალებს ძალიან დიდი ძალა გვაქვს და ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია“, – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„საუკუნეებია ვამტკიცებთ, რომ ძალიან დიდი ძალა გვაქვს, მაგრამ ისეთ უსამართლობას ვაწყდებით, რომ მე არ ვიცი, დღეს და ხვალ, რა იქნება ქალებთან მიმართებაში. ამდენი კაცი დგას და ქალის ეშინიათ.
ჩვენ დაკარგული და წართმეული ხმებისთვის ვდგავართ და ამას ჩვენი შვილებისთვის და მომავლისთვის ვაკეთებთ… ძალიან სასაცილოები [არიან] და მგონია, რომ ესენი ვერასდროს მოეგებიან გონს. ვისგან რას იცავენ?
უნდა იცოდნენ, რომ უნდა ეშინოდეთ ქალების. ჩვენ არ გავჩერდებით“, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.