"როგორ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს დოჩანაშვილის დაკრძალვის ადგილი?!"
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მწერალ გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"გადაასვენეთ სტალინის დედა მშობლიურ მხარეში, თუ მთაწმინდაზე ადგილები აღარაა და გაამზადეთ ადგილი.
როგორ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს დოჩანაშვილის დაკრძალვის ადგილი. ბევრი ასეთი დიდებული ადამიანი და შემოქმედი გეგულებათ ბოლო საუკუნეში?", - წერს გამზარდია ფეისბუქზე.
28 წლის ასაკში თანამედროვე კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა.