ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად საქართველოდ გაემგზავრა
ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა. ამის შესახებ ცნობილი, ბერას მეუღლის ნანუკა გუდავაძის ინსტაგრამიდან ხდება.
უმშვენიერესმა ნანუკამ, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ კი სეულში იმყოფება.
მათთან ერთად არის, პატარა ბერუკა ივანიშვილიც. ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა სამხრეთ კორეაში თან წაიყვანეს ნანუკას და ანი გუდავაძე, მისი ქმარი ნიკუშა ფიცხელაური და მათი მცირეწლოვანი ვაჟიც. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მოდელმა პირად გვერდზე.
რაც შეეხება ცნობილი რეპერის სამხრეთ კორეაში გამგზავრების მიზეზს – რამდენიმე კვირის წინ, “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში მუსიკალური გეგმები ჰქონდა.
“მე ახლა მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც დაგეგმილი მაქვს, რამდენიმე საინტერესო დუეტი. უახლოეს მომავალში ვაპირებ გააქტიურებას მუსიკალური განხრით. იქნება ბევრი სიურპრიზი რაც ჩემს გულშემატკივრებს გაუხარდებათ” – განაცხადა ბერა ივანიშვილმა “იმედის ფაქტორში”.