ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ლარი ევროსთან 0.4 თეთრით გაუფასურდა, ხოლო დოლართან 0.45 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად არის — 2.7374 ლარი, ერთი ევროსი კი — 2.9058.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.78 ლარი ღირს, 1 ევრო — 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.74 ლარია, ევროსი — 2.89 ლარი.
ეროვნულმა ბანკმა, მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.