თეგებით ძიება
05. 04. 2021 მსოფლიო

ირანში ისრაელის ჯაშუში დააკავეს - ირანული მედია

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ისრაელის ჯაშუში და რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

უცნობია, ისრაელის გარდა, რომელ ქვეყნებთან იყვნენ დაკავშირებულები დაკავებული პირები. ირანის დაზვერვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია „რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურზე“.

ირანის ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ რამდენიმე ტერაქტთან ისრაელის სპეცსამსახურები არიან დაკავშირებულები. თეირანი ისრაელს გასულ წელს ბირთვული ფიზიკის სპეციალისტის მოხსენ ფახრიზადეს მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი მოწინავე სპეციალისტი იყო. ისრაელს ირანის ბრალდებებზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა