თეგებით ძიება

"ნაწყენი არ ვარ, საქართველოში დავბრუნდები" - ვლადიმერ პოზნერი

რუსი პროპაგანდისტი, ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი იმის შემდეგ, რაც ის საქართველოდან იძულებით გაუშვეს, ქვეყანაში დაბრუნებას კვლავ გეგმავს.

"მინდა ვთქვა, რომ საქართველოსა და ქართველებისადმი არანაირი წყენა არ მაქვს, მით უფრო, რომ მე "საპატიო კახელი" ვარ. რა თქმა უნდა, მე საქართველოში კვლავ ჩავალ, უსიტყვოდ", - წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე ვლადიმირ პოზნერი.

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერი 31 მარტს, 50-კაციან დელეგაციასთან ერთად თბილისში, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოფრინდა. ის აქციის ფონზე, პირველი აპრილის დილით იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მას ეკუთვნის ფრაზა, რომ აფხაზეთი საქართველკო არ არის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა