თეგებით ძიება
06. 04. 2021 მსოფლიო

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფები - კრემლი უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების მობილიზებას აგრძელებს

გერმანელი ჟურნალისტი იულიან რეპკე Twitter-ში განთავსებულ პოსტში რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან გადასროლილ ქვედანაყოფებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიოდეოში ასახული, თუ როგორ გადაყჰყავთ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ТОС-1 “Буратино” ვორონეჟიდან უკრაინის მიმართულებით.
ჟურნალისტი აღნიშნულ ტექნიკას "შემაძრწუნებელ კონვენციურ შეიარაღებას" უწოდებს და აღნიშბავს, რომ ჭურვები “Буратино” თერმობარიული ქობინებით არის აღჭურვილი, რომლებიც მოცულობითი აფეთქების ეფექტით გამოირჩევა. 220 მმ კალიბრის ზალპური ცეცხლის სისტემა ტანკ Т-72-ის ბაზაზე მუშაობს.

ის ასევე აცხადებს, რომ კრემლმა ყირიმში დაღესტნიდან 136-ე მოტომსროლელი პოლკი, ხოლი ფსკოვიდან 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 104-ე პოლკი გადაისროლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა