თეგებით ძიება
06. 04. 2021 მსოფლიო

გარდაიცვალა რობერტ მანდელი

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ მანდელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

მანდელი გარდაიცვალა 4 აპრილს, იტალიაში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

რობერტ მანდელი ერთიანი ევროპული ვალუტის იდეის სულისჩამდგმელი იყო. მას Bloomberg-ი „ევროს მამად“ მოიხსენიებს. პროფესორის კვლევებმა საფუძველი ჩაუყარა ვალუტას, რომელიც 1999 წელს შეიქმნა. ამასთან, ის მხარს უჭერდა საერთოევროპულ ეკონომიკურ და სავალუტი კავშირის შექმნას.

1999 წელს მანდელმა ნობელის პრემია მიიღო ეკონომიკურ სფეროში თეორიისთვის, რომ ერთიანი სავალუტი ზონის შესაქმნელად აუცილებელია მოქნილი ბაზრები, ამასთან სამუშაო ძალისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა