თეგებით ძიება
06. 04. 2021 მსოფლიო

სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვიტა

ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვიტა და ბრალი მოუხსნა.

რობერტ ქოჩარიანს 2018 წლის 26 ივლისს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევაში წაუყენეს, იმავე წლის 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 2008 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს პოლიციასთან შეტაკებებში 10 ადამიანი დაიღუპა.

4 სექტემბერს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავება უკანონოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მისი დაკავება არაკონსტიტუციურია რადგან მას კონსტიტუციით გარანტირებული ხელშეუხებლობის იმუნიტეტი იცავს. თუმცა ქოჩარიანის გათავისუფლებაზე სომხეთის გენპროკურატურამ უარი თქვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა