თეგებით ძიება

თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად ცნეს

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა შეურაცხადად ცნეს.

დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს თამაზ ხომასურიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს. რის შემდეგაც მას იძულებით მკურნალობაზე ხონში აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ნფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 2000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა