ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ერთი ადამიანი დააკავეს
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს, მასთან ერთად მყოფი ორი კაცი კი გამოკითხვახე გადაიყვანეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. დაკავებულს ბრალი 260-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მეზობლების განცხადებით, ისინი ხელოსნები არიან და ორი თვეა, რაც ქირით ცხოვრობენ.
შსს-ს ინფომაციით მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით.