ადვოკატი: ნიკა მელიას მიმართ ყოველგვარი სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა მოიხსნას
"ნიკა მელიას მიმართ ყოველგვარი სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა მოიხსნას. იგი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და არავითარი რისკი იმისა, რომ ის შესაძლოა მიიმალოს სასამართლო პროცესების დასრულებამდე, არ არსებობს", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუ მოსამართლე დარჩება კანონის ფარგლებში და როდესაც იმსჯელებს ამ საკითხზე, ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება იქნება, ის, რომ გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება ან შეცვალოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ორივე შემთხვევაში ეს გამოიწვევს ნიკა მელიას გათავისუფლებას საპატიმრო დაწესებულებიდან. ნიკა მელიას მიმართ ყოველგვარი სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა მოიხსნას. იგი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და არავითარი რისკი იმისა, რომ ის შესაძლოა მიიმალოს სასამართლო პროცესების დასრულებამდე, არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საქმის არსებითი განხილვა 11:00 საათზე დაიწყო.
შეგახსენებთ, სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.