ნიკა მელიას პროცესი გადაიდო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომა 13 აპრილს, 11 საათისთვის გადაიდო. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
მანამდე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მელიას პროცესზე დასწრების უფლება მისცა.
შეგახსენებთ, პოლიტიკოსის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს.