ადვოკატი შალვა გოგოლაძე: ყველაფერი დროულად გაკეთდა...
"ყველაფერი დროულად გაკეთდა და შედეგზე გავლენა მათ ქმედებებს არ მოუხდენია", - ამის შესახებ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული სამედიცინო პერსონალის, ვიოლეტა ინასარიძისა და თეა გზირიშვილის ადვოკატმა, შალვა გოგოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბექა ლიპარტელიანმა პირველადი დახმარება გაუწია და მანვე გაუკეთა ადრენალინი. ყველაფერი დროულად გაკეთდა და შედეგზე გავლენა მათ ქმედებებს არ მოუხდენია.
ვიოლეტას რაც შეეხება, დაძაბული ვითარება იყო. გახსოვთ, მინები ჩაამტვრიეს და ამიტომ განაცხადა, რომ იქ იყო და ადრენალინი თავად გაუკეთა. თუმცა, მერე რომ დაფიქრდა, განიცადა და ისევ თვითონ მივიდა გამომძიებელთან და ჩვენება შეცვალა“, - განაცხადა ადვოკატმა.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.