თეგებით ძიება
08. 04. 2021 სპორტი

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (2021 Europian Weightlifting Championship), რომელიც მოსკოვში მიმდინარეობს, 89 კგ წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძემ სამი მედალი მოიპოვა. იგი ატაცში ვერცხლს დაეუფლა, აკვრაში – ოქროს, ხოლო ორჭიდში ასევე ვერცხლს.

მან აკვრაში მეორე ცდაზე 203 კგ ასწია და ევროპის ჩემპიონი გახდა. მესამე ცდაზე 205 კგ-ს შეეჭიდა, თუმცა ვერ დაძლია, რაც ორჭიდში ოქროს მედლის დაკარგვად დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ ატაცში რეზომ 171 კგ ასწია, რაც ვერცხლის მედლის გარანტია გახდა.

ორჭიდში ევროპის ჩემპიონობა სომხეთის წარმომადგენელმა კარენ ავაგიანმა მოიპოვა – 375 ქულა. ერთადერთი ქულით ჩამორჩა სომეხ სპორტსმენს რევაზ დავითაძე (374).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა