თეგებით ძიება

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა

ბათუმში, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში დღეს, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელსა მეუფე დიმიტრისთვის, ცივი იარაღით, ფიზიკური დაზიანების მიყენება სურდა. ექსკლუზიურ ინფორმაციას "მტავარი არხი" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თავდამსხმელს ამის საშუალება რეზიდენციის ძაღლმა არ მისცა, რომელმაც თავდამსხმელს უკბინა.

ინციდენტს ეპარქია არ ახმაურებს და "მთავარი არხის" ინფორმაცით, განაცხადი არც პოლიციაშია გაკეთებული ამ დრომდე, თუმცა სოციალურ ქსელში, ეპარქიის ერთ ერთმა მღვდელმა ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სადაც სავარაუდოდ სწორედ თავდამსხმელია გადაღებული წარწერით - "თუ ვინმეს გეცნობათ პირადში მომწერეთ".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა