თეგებით ძიება

„ფორმულასთან“ დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციამ, სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა რომ არის ტელეკომპანია ფორმულას მძღოლი.

„მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეორე ფაქტს, რაზეც ტელეკომპანია ფორმულა საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა, ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა