თეგებით ძიება
09. 04. 2021 სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე დღეს ქართველი ქალი ძალოსანი პირველად გამოვიდა

მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ქართველი ქალი ძალოსანი პირველად გამოვიდა. 16 წლის ნათია გადელიამ 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის ბ ჯგუფში ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში კი მეოთხე პოზიციაზე გავიდა.

ორჭიდის ჯამში ქართველმა სპორტსმენმა 202 კილოგრამი დაძლია, რაც მეოთხე შედეგი აღმოჩნდა. დღეს საქართველოს სახელით კიდევ ერთი ძალოსანი, ანტონ პლესნოი გამოვა, რომელმაც 2019 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პლესნოი გამოსვლას რამდენიმე წუთში დაიწყებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა