თეგებით ძიება

მოუწესრიგებელი და წართმეული სანაპირო ჩაქვში

როგორც წესი, ზღვისპირა საკურორტო ზონების მოსახლებოა განსაკუთრებულად ელოდება ცხელი ზაფხულის სეზონს, რადგან გარდა პირადი სიამოვნებისა, ხშირ შემთხვევაში იგი ერთგვარი ეკონომიკური სარგებლის (ხშირად ერთადერთი) წყაროცაა.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჩაქვში, სხვა პრობლემებთან ერთად, სანაპირო ზოლთან დაკავშირებული პრობლემებიც ხდება აქტუალური.

ერთი მხრივ მკვიდრი მოსახლოების, მეორე მხრივ კი - სახელმწიფოს მიერ „მიტოვებულ“ სანაპირო ზოლს, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ნელ-ნელა „ითვისებს“ სასტუმრო „ოაზისი“, რომელიც ბოლო პერიოდში ჩაქვის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა.

მოუწესრიგებელი და წართმეული სანაპირო ჩაქვში


სამწუხაროდ, სეზონის მოსვლასთან ერთად, „ოაზისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივებისთვის ვიწროვდება შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ერთ-ერთი ცენტრალური გასასვლელი, რაც ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით მტკივნეულ, მოუგვარებელ პრობლემად იქცა.

ამის პარალელურად, ყურადღება მისაქცევია სანაპირო ზოლის დანაგვიანების, და მისი მოუვლელობის საკითხიც. ვფიქრობ „Tea-ge“-ის მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობია ჩაქვის ერთ-ერთი პრობლემა - „ურნების არქონა!“ ყოველივე ეს კი იწვევს იმას, რომ აღნიშნული ტერიტორია საკმაოდ დანაგვიანებულია.

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჩაქვის სანაპირო ზოლზე, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, იმატებს ადამიანების რიცხვი. ზემოთ ხსენებული პრობლემა კი კვლავ საგულდაგულოდ არის „გადამალული“ „კულისებში“.



იმედი მაქვს ჩაქვში ეს პრობლემა მალე მოგვარდება და ყველა ადამიანი გაიაზრებს იმას რომ, ტერიტორიის დანაგვიანება და „მიტაცება“ უკანონო და დაუშვებელია.

სტატიის ავტორი: გურანდა ქათამაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა