თეგებით ძიება

ბათუმის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი - ბულვარი

ბათუმის ბულვარი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი, რომელიც მას უფრო მომხიბვლელს ხდის.

ბათუმის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი - ბულვარი


თუ გადავხედავთ მის ისტორიას, ვნახავთ, რომ ბათუმის ბულვარის განაშენიანება 1881 წელს დაიწყო, მის მშენებლობას და იდეას მიაწერენ სამხედრო გუბერნატორ სმეკალის, რომელმაც ზღვისპირა ბულვარის განაშენინება პრუსიელ მებაღე რესლერს დაავალა, თუმცა, წყაროები ადასტურებს, რომ მშენებლობა მათ ვერ დაასრულეს და ის გააგრძელა საქართველოში მოღვაწე ფრანგმა თავადმა, მიხეილ დალფონსომ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას ისტორიაში, მოიხსენიებენ, როგორც „ბათუმის სანაპიროს კეთილი გენია“. მისი დამსახურებით ბათუმს დღესაც ამშვენებს ულამაზესი ბულვარი.

დროთა სვლასთან ერთად, ბათუმის ბულვარი კიდევ უფრო ლამაზდებოდა და ფართოვდებოდა. მის ტერიტორიას დღეს ამშვენებს ნაირფერი ყვავილები და ეგზოტიკური მცენარეები. დღეს ქალაქში არსებობს ახალი და ძველი ბულვარი.

ბულვარის ტერიტორიაზე დაიდგა სხვადასხვა ტიპის გასართობი საშუალები, მოწყო მოსასვენებელი სკვერები, ასევე გამოიყო ფეხით მოსიარულეთა ზოლი, რასაც ბოლო წლებში დაემატა ზღვისპირა ველობილიკი.



ბულვრის შესასვლელში თქვენს თვალწინ გადაიშლება ულამაზესი ყვავილები და მოცეკვავე ფანტანები, რომლებსაც აქეთ-იქეთ მომღერალი მუსიკოსების სკულპტურები დაჰყურებს. აღსანიშნავია, რომ ეს სკულპტურები ძველი დროიდან არსებობს რაც ხაზს უსმევს ბულვარის სიძველეს.

თუ ბათუმის ბულვარის სიღრმეში გადაწყვეტთ შესვლას, დაინახავთ მოსიარულე ფარშავანგსა და გედებს, სხვადასხვა სახეობის თუთიყუშებს, რომელსაც ყოველთვის სეზონურად უამრავი მნახველი ჰაყვს.



ის, რომ ბათუმის ბულვარი აქტუალობას არ კარგავს, დაკავშირებულია მის მდებარეობასთან. ის ახლოსაა ზღვის სანაპიროსთან და სწორედ ამიტომაც, მის ტერიორტიაზე ყოველთვის შეხვდებით უამრავ ტურისტსა თუ ადგილობრივს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ბათუმისთვის ბულვარი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია.

სტატიის ავტორი - დიანა დევაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა