თეგებით ძიება

აჭარის სიმდიდრე - მწერალთა სახლი

აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა შორის აღსანიშნავია აჭარის მწერალთა სახლი, რომელიც 1957 წლიდან ფუნქციონირებს და ეხმარება პოეტებსა და პროზაიკოსებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში.

უნდა ითქვას, რომ მწერალთა სახლის შენობა ერთ დროს ამორტიზირებული იყო. 2016 წელს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, ის აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერიტორიის შიგნით მოწყობილია მცირე და დიდი საკონფერენციო დარბაზები.

რაც შეეხება მწერალთა სახლის ყოველდღიურ საქმიანობას, ის ხელს უწყობს ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტებს და მწერლებს, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და პროფესიონალურად დახვეწონ. სწორედ ამ მიზნით, შენობაში ხშირად იკრიბებიან თანამედროვე მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

აჭარის სიმდიდრე - მწერალთა სახლი


ბოლო დროს მწერალთა სახლის ორგანიზებით მოეწყო პოეტ ჯემალ სურმანიძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც სახელოვანი მამა-შვილის, სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლების დედე და რეჯებ ნიჟარაძეების ცხოვრებასა და სამშობლოსადმი თავდადებას ასახავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ აჭარის მწერალთა სახლი კიდევ უფრო ზრდის აჭარის ღირებულებას და გვახსენებს, რომ ბათუმში კვლავ ჩქეფს და არსებობს კერა, სადაც შეიკრიბებიან მწერლები, შეძლებენ გამოხატონ საკუთარი აზრები და ყველანიარი გზით ის საზოგადოებასაც მიაწოდონ.

სტატიის ავტორი: დიანა დევაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა