დავა ქონების გამო - ბათუმში დისშვილმა დეიდა დაჭრა
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 52 წლის ქალი დაჭრეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, დეიდა სავარაუდოდ, საკუთარმა დისშვილმა დაჭრა.
თვითმხილველების თქმით, მათ ერთმანეთთან დავა ქონების გაყოფის გამო ჰქონდათ.
ქალს შემავალი ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ცნობით, ქალი საავადმყოფოში შეყვანისას კონტაქტური იყო, თუმცა მისი მდგომარეობა იყო მძიმე.
ფაქტზე პოლიცია 23 წლის მამაკაცს ეძებს, ის წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევია.