სამწუხარო და მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს - გიგა ბოკერია პარტიიდან წასულ თანაგუნდელებზე
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა პარტიიდან წასვლის შესახებ სამწუხარო და მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს.
"სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, ვისთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს რთული გზა გავიარეთ. მე ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, ამას არ დავმალავ.
ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო განსაკუთრებით ასეთ დროს, რთულ ვითარებაში, მხოლოდ ამ პარტიისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის,"-აცხადებს გიგა ბოკერია.
პარტიის ყრილობაზე, "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.
დღეს ცნობილი გაცხა, რომ "ევროპული საქართველო" დატოვეს დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ და გივი თარგამაძემ.