თბილისში ბინის ქირა გაიაფდა - როგორია ფასები უბნების მიხედვით?
თბილისში ქირის ფასები შემცირდა. „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 2024 წლის ნოემბერში 9.9 დოლარს შეადგენდა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის ნოემბერში ფასი 11.2 დოლარს აღწევდა.
ქირის ფასი უბნების მიხედვით ყველაზე ძვირი ვაკეში იყო და კვადრატულზე 14.7 დოლარს შეადგენდა, ყველაზე იაფად კი ბინას სამგორში იქირავებდით (კვ.მ 8 დოლარი),
"თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილურია და კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში ნარჩუნდება, 2023 წელს დაფიქსირებული პიკური ქირის შემდეგ. ეს ტენდენცია ნოემბერშიც შენარჩუნდა და თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასმა კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა“, - აღნიშნულია კვლევაში.
თბილისის სხვადასხვა უბანში ქირის საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე
მთაწმინდა - 13 დოლარი;
ვაკე - 14.7 დოლარი;
ჩუღურეთი - 10.2 დოლარი;
საბურთალო - 11.4 დოლარი;
კრწანისი - 10.1 დოლარი;
დიდუბე - 9.5 დოლარი;
ისანი - 10.2 დოლარი;
ნაძალადევი - 9.1 დოლარი;
სამგორი - 8 დოლარი;
გლდანი - 8.5 დოლარი;
დიდი დიღომი - 8.3 დოლარი;
ვაშლიჯვარი - 8.4 დოლარი.