თეგებით ძიება

"ერთ პატარა, მაგრამ დიდ შესწორებას შევიტანდი თქვენს წარდგენაში - მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი" - სალომე ზურაბიშვილი "ჰადსონის ინსტიტუტის" დისკუსიაზე

მე არ ვარ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერ­თი ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი ვარ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა “ჰადსო­ნის ინ­სტი­ტუ­ტის” პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მისი თქმით, ეს იყო „არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მო­პარ­ვა“, რომ­ლის შთა­გო­ნე­ბა და მხარ­და­ჭე­რა მოხ­და რუ­სე­ბის მიერ.

"ერთ პა­ტა­რა, მაგ­რამ დიდ შეს­წო­რე­ბას შე­ვი­ტან­დი თქვენს წარ­დგე­ნა­ში - მე არ ვარ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერ­თი ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი ვარ, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პრე­ტენ­ზი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ჰყავ­დეთ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნებს, ეს არ არის ორ ძა­ლას ან ორ პარ­ტი­ას შო­რის შე­ჯიბ­რის სა­კი­თხი, როცა ერთი მე­ო­რეს არ­ჩევ­ნე­ბის მო­პარ­ვას აბ­რა­ლებს. რე­ა­ლო­ბა­ში ეს არის არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მო­პარ­ვა, რაც ძა­ლი­ან კარ­გად იყო და­გეგ­მი­ლი, კარ­გად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. ამის შთა­გო­ნე­ბა და მხარ­და­ჭე­რა რუ­სე­ბის მიერ მოხ­და, ვი­ნა­ი­დან, ასე­თი დახ­ვე­წი­ლო­ბა და ასე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის იმპრო­ვი­ზა­ცია უბ­რა­ლოდ ვერ მოხ­დე­ბო­და ად­გი­ლობ­რი­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მიერ.

ეს რუ­სე­თის ახა­ლი სტრა­ტე­გი­აა და ამი­ტომ უნდა გახ­სოვ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. ვი­ნა­ი­დან, ის, რაც აქ ხდე­ბა, რე­ა­ლუ­რად რუ­სე­თის ახა­ლი მცდე­ლო­ბაა შექ­მნას ახა­ლი სტრა­ტე­გია პრო­პა­გან­დის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩა­რე­ვე­ბის, ფი­ნან­სე­ბის, სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლის და მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი­სა და ახლო კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რათა ჰქონ­დეს ჰიბ­რი­დუ­ლი სტრა­ტე­გია. და აქ მათ არ­ჩევ­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად, რათა კვლავ მო­ექ­ცეს ქვე­ყა­ნა და რე­გი­ო­ნი მისი კონ­ტრო­ლის ქვეშ”, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა