თეგებით ძიება

აუცილებელია 2008 წლის NATO-ს სამიტის შეცდომის გამოსწორება - რასა იუნკევიჩიენე

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელ ტვიტერზე ეხმიანება და წერს, რომ რუსეთის აგრესიის პირობებში, NATO-მ აუცილებლად უნდა გამოასწოროს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომა, როდესაც საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

"პუტინის შეკავება შესაძლებელია. აუცილებელია 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის შეცდომის გამოსწორება, როდესაც ზოგიერთი წევრი არ დაეთანხმა მაპ-ის მინიჭებას უკრაინისა და საქართველოსთვის. ახლა მოქმედების დროა, რადგან პუტინი იყენებს უსაფრთხოების ვაკუუმს, ატერორებს მეზობლებსა და ყველა დემოკრატიულ ქვეყანას", - წერს რასა იუკნევიჩიენე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა