რიონის ხეობის მცველი სასამართლომ გაათავისუფლა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სასამართლომ გაათავისუფლა რიონის ხეობის დამცველთა აქტივისტი, ლაშა ქუთათელაძე, რომელიც პოლიციამ 9 აპრილს დააკავა, გაათავისუფლა.
"დაკავებული პირის მიმართ პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძვლით შეადინა.
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა დაკავებულის სამართალდარღვევის საქმეზე.
სასამართლო არ დაადგინა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი, ლაშა ქუთათელაძეს არ დააკისრა არანაირი პასუხიმგებლობა და შეწყვიტა საქმი წარმოება. მის ინტერესებს საია იცავდა", - აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.