თეგებით ძიება

საქართველოს მოქალაქე რუსეთს გადასცეს - ბორის წიკლაურის საქმე

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მცხოვრები, ბორის წიკლაური რუსეთს გადასცეს. საბოლოო ვერდიქტს 42 წლის მამაკაცი რუსულ საპატიმროში დაელოდება.

ბორის წიკლაურს რუსული მხარე 1999 წელს ჩადენილ მკვლელობას ედავება, რაზეც მან სასჯელი უკვე მოიხადა. მიუხედავად ამისა, მას წითელი ცირკულარით ისევ ეძებდნენ. ბოლოს კი იტალიაში გამგზავრების დროს დააკავეს, საიდანაც უკვე რუსეთს გადასცეს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საქართველოს სახელმწიფომ და ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე დაეცვა.

წიკლაურის ადვოკატი ამბობს, რომ რუსულმა მხარემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ წარადგინა დოკუმენტაცია, თითქოს ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო, რაც ტყუილია.

mtavari.tv


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა