ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში 2 მუშა დაშავდა
ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს, 2 მუშა დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანება საბურავის გახეთქვამ გამოიწვია.
დაშავებულები სენაკის ერთ-ერთ კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.