გორში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია პური, საჭმელი და ხურდა ფული
გორში, ე.წ. კომენდანტის სათის დროს სასურსათო მაღაზია გაქურდეს. ბოროტმოქმედმა მაღაზიიდან პური, სურსათი და ხურდა ფული წაიღეს.
მაღაზიის მეპატრონის თქმით, დანაშაულში მხილებული პირი პოლიციამ დააკავა, რომელიც ამბობს, რომ უკვე რამდენიმე დღეა მშიერია და იძულებული გახდა მაღაზია გაექურდა. მარკეტის მეპატრონემ ამის გამო გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანს აღარ უჩივლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე სოციალურად დაუცველია.