ქარსაფარი ზოლის დაზიანებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება
ქარსაფარი ზოლის დაზიანებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესება იგეგმება. ამის შესახებ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ახალ პროექტშია ნათქვამი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, ქარსაფარ ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ეს ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ქარსაფარ ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.