ნამოხვანზე რაც ხდება ეხლა ყველა ზღვარს გადადის! - ელენე ხოშტარია
მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ნამოხვანზე რაც ხდება ეხლა ყველა ზღვარს გადადის! ხან საზღვრებს ავლებენ, ხან სპეცრაზმი, ხან დასცინიან, ხან ატყუებენ. ეხლა დგანან გაშეშებული სახეებით პოლიციელები და ელემენტარულ კითხვებზე არ სცემენ პასუხს. ხალხის ნერვებზე თამაში ძვირი დაგიჯდებათ", - წერს ხოშტარი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, მდინარე რიონის შესაძლო ადიდების და ტერიტორიის დატბორვის საფრთხის გამო, შსს-მ იქ მყოფი აქციის მონაწილეები გამოიყვანა.