მიხარია, საქართველოს ჰიმნი მოსკოვში რომ ავაჟღერეთ - ლაშა ტალახაძე
მოსკოვში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელიც ტრიუმფით დახურა ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ.
„დიდ მადლობას ვუხდი ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს. მიხარია, საქართველოს ჰიმნი მოსკოვში რომ ავაჟღერეთ, წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია. კიდევ დიდ წარმატებებს მივაღწევთ", - განაცხადა "პირველ არხთან" საუბარში.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 211/ 217/ 222 დაძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა 2 კილოგრამით გააუმჯობესა!
ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა .
რაც შეეხება ორჭიდს - ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!