გაუგებარია ამ საკითხების ერთ დონეზე დაყენება - ბარამიძე გირჩის 7 პუნქტიან მოთხოვნაზე
"ჩამოთვლილ პუნქტებშია ვადამდელი არჩევნები და ჩვენთვის ძნელად წარმოსადგენია როგორ შეიძლება სხვა ჩამოთვლილი საკითხები გაუთანაბრდეს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხს" - ასეთია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის შეფასება გირჩის მიერ წარმოდგენილ იმ 7 პუნქტზ, რომლიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი პარლამენტში შევლენ.
"დღეს ქვეყანას იმ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება, რომელიც თავის მხრივ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ამძიმებს. ამისთვის აუცილებელია ახალი არჩევნების ჩანიშვნა.
ამიტომ, ცალკეული მიზეზების საბაბად გამოყენება იმისთვის რომ შევიდნენ პარლამენტში, ბუნებრივია ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული. ჩვენთვის გაუგებარი იქნება ამ საკითხების ერთ დონეზე დაყენება" - აღნიშნა ბარამიძემ.