სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - დაკავებულ პოლიციელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მოქალაქის განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს შალვა ზამბახიძეს ბრალს დღეს ოფოციალურად წარუდგენენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, სად და როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.
შსს-ს ინფორმაციით, ზამბახიძემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით უზრუნველყო ერთ-ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება.