თეგებით ძიება

დავით კოდუას მეუღლემ ჩვენება შეცვალა: თვალი სავარძელს თვითონ მივარტყი...

დავით კოდუას მეუღლის შეცვლილი ჩვენება – ნათია გედევანიშვილი „კურიერთან“ აცხადებს, რომ მან სავარძელს თვალი თავად მიარტყა.

ბიზნესმენის მეუღლე სამართალდამცავებისთვის მიცემულ ჩვენებას ცვლის და ამტკიცებს, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ის შემაკავებელ ორდერს ითხოვს. დავით კოდუას მეუღლე ასევე ამბობს, რომ მეუღლესთან კონფლიქტის დროს სახლში ორივე შვილი იმყოფებოდა, თუმცა ფაქტს მხოლოდ კატო კოდუა შეესწრო.

„დავფრინავდით სახლში, ადგილი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია, მაგიდა ავაყირავე“, – აცხადებს ნათია გედევანიშვილი.

ბიზნესმენი გვიან ღამით ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა