თეგებით ძიება

გარდაცვლილი მედდის ადვოკატები ლევან რატიანის და პაატა იმნაძის გამოკითხვას მოითხოვენ

ჰქონდა თუ არა მეგი ბაქრაძეს კორონავირუსი - გარდაცვლილი 27 წლის მედდის ადვოკატები ლევან რატიანის გამოკითხვას მოითხოვენ. ადვოკატების თქმით, მეგი ბაქრაძეს სავარაუდოდ აცრის მომენტში კორონავირუსი ჰქონდა.

ლევან რატიანი არის პიროვნება, ვისაც შეუძლია სიცოცხლისდროინდელი დიაგნოზის დასმა ბაქრაძის საქმეზე, დიაგნოზი დაეხმარება ექსპერტებს ექსპერტიზის პასუხის ჩამოყალიბებაში. კომპიუტერულ ტომოგრაფიაში ისახება პნევმონიაც ჩანს, დამახასიათებელია კოვიდისთვის. ვითხოვთ პაატა იმნაძის დამატებით გამოკითხვას, გვაქვს მასთან დამაზუსტებელი შეკითხვები," - ამბობს ადვოკატი.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარებული ტომოგრაფია, სადაც ჩანს ფილტვების მინისებრი დაბურვა, რაც არის კოვიდის მაჩვენებელი. ჩატარებულია კორონავირუსის ტესტი და ამ ტესტმა არ აჩვენა დადებითი შედეგი. ბატონი ლევანისგან საინტერესო იქნებოდა მისი მოსაზრება," - ამბობს ადვოკატი ვახო ბარამაშვილი.

ადვოკატების მოთხოვნასთან დაკავშირებით პაატა იმნაძემ თქვა, რომ ჯერჯეორბით ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ჯერჯერობით უცნობია, დაიბარებს თუ არა დამატებით გამოსაკითხად საგამოძიებო უწყება პაატა იმნაძეს და ლევან რატიანს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა