თეგებით ძიება
12. 04. 2021 სპორტი

ლაშა ტალახაძე: ძალიან მინდოდა, ჩემპიონატი მოსკოვში ჩატარებულიყო და საქართველოს ჰიმნი იქ გაჟღერებულიყო

იყო ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა, შეჯიბრი გადადებულიყო და სხვა ქვეყანაში ჩატარებულიყო. ძალიან მინდოდა, რომ ჩემპიონატი მოსკოვში ჩატარებულიყო და საქართველოს ჰიმნი იქ გაჟღერებულიყო, - ამის შესახებ ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ჯერჯერობით, მიღწეულით არ ვკმაყოფილდები და არ ვაქცევ ყურადღებას, რამდენჯერ მოვიგე ჩემპიონატი. მინდა, რამდენჯერაც მივიღებ მონაწილეობას, გამარჯვებული დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში“ - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.

ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო. ჩემპიონატი მოსკოვში ჩატრდა. ამასთან, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა